ახალი ამბები
26 მაისის აღსანიშნავად ქუთაისში დროშები გამოფინეს
FaceBook
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში სახელმწიფო დროშები გამოფინეს. ეროვნული სიმბოლიკა გადმოფენილია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე, ასევე, ქუჩებში.  საქართველოს დროშა გამოსახეს ოპერის თეატრის ფასადზე.






26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. უკვე წლებია ეს დღე  მასშტაბურად აღინიშნება, თუმცა წელს, მსოფლიო პანდემიის გამო,   მცირემასშტაბიანი ღონისძიებებია დაგეგმილი.

Print