ახალი ამბები
ბაგრატის ტაძრის ეზოში ოპერის თეატრის ორკესტრმა მინიკონცერტი მოაწყო (ვიდეო)
FaceBook
საქართველოს დაუმოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოპერის თეატრის ორკესტრმა ბაგრატის ტაძარზე მინი რკესტრი მოაწყო. ორკესტმა რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით საქართველოს ჰიმნი შეასრულა.




საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში წუხელ ღამით დაიწყო.

ქვეყნის დამოუკიდებლობლობის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა საქართველოს ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულა.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დაესწრნენ.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ერემეიშვილის თქმით, 26 მაისი სიამაყის, თვითშეგნებისა და ღირსების დღეა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ მადლობა იმ ადამიანებს გადაუხადა, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა დღეს დამოუკიდებლობა გვეზეიმა.

"ეს დღე ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია და თითოეულმა ჩვენი საქმით უნდა ვეცადოთ, რომ ყველა შემდეგ 26 მაისს მეტად გამარჯვებული შევხვდეთ, ვეცადოთ, მალე დადგეს დრო, როცა ამ დღეს ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გამთლიანებულ საქართველოში ვიზეიმებთ".

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. უკვე წლებია ეს დღე სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნება, თუმცა წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ დღეს სახელმწიფო უწყებებს სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი.
Print
თეგები: #26 მაისი