ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხარკოვის მიმართულებით ფრენები განახლდება
FaceBook
18 დეკემბერს, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები კიევი-ხარკოვი-კიევის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მგზავრებს ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ.
"მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა. ავიაბილეთის საფასური ორი გზა 146 ევროდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ვებ-გვერდზე (წწწ.ფლყუია.ცომ) შეუძლიათ", - აღნიშნავენ უწყებაში.
ხარკოვის მიმართულებით 2013- 2014 წლებში ავიარეისებს ავიაკომპანია "ვიზეარ უკრაინა" ახორციელებდა და ამ პერიოდში აღნიშნულ მარშრუტზე 34 813 მგზავრი იქნა გადაყვანილი.
ინტერპრესნიუსი
Print