ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის იმერეთის რეგიონში 25 მისს ინტენსიურად იწვიმებს.
სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურა დღეს 13-150 იქნება და ზოგიერთ რაიონში წვიმა შენარჩუნდება. 

მათივე ვარაუდით, 26 მაისს დღისით გამოიდარებს. 28 მაისის ჩათვლით კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მკვეთრად მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა და 26-დან 350-მდე იქნება. 

იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარიც.

"29 მაისიდან კვლავ არამდგარი ამიდნია მოსალოდნელი და გაწვიმდება. ტემპერატურა 10 გრადუსით დაიკლებს და 30 მაისს 18-260 მდე იქნება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა. მისივე თქმით 31 მაისიდან ამინდი კვლავ დათბება.

Print