ახალი ამბები
ტყიბულში ხუთი სახლი და საამქრო გაქურდეს
FaceBook
ტყიბულში 5 სახლისა და საამქროს ქურდობის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა.
ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით დააკავა: 1986 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ჩ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ხ.ჯ.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ტყიბულში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეთა კუთვნილი 5 საცხოვრებელი სახლი და ერთი სამჭედლოს საამქრო გაქურდეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ" და მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირების მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს.

დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print
თეგები: #ტყიბული #შსს