ახალი ამბები
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ ახალგაზრდა წყვილს ოპერაციას სრულად დაუფინანსებენ
FaceBook
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, სადაც ახალგაზრდა წყვილი სასწრაფო ოპერაციისთვის თანხას ითხოვდა, სრულად დაფინანსდება. 


გადაუდებელი ოპერაციისთვის 70 % –ს სახელმწიფო ფარავს, დანარჩენ 30 % –ს კი  სოციალურად დაუცველ წყვილს საქველმოქმედო ფონდი ,,ქუთაისი" აუნაზღაურებს.

,,ფონდში სურვილსამებრ  ჩართული  არიან  საჯარო მოხეელეები, რომელთა  ხელფასიდანაც  1% ირიცხება ქველმოქმედების სახით. აწორედ ამ ფონდიდან  ვეხმარებით  იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანმრთელობის  პრობლემა აქვთ  და  ვერ  ხერხდება  სრული დაფინანსება სახელმწიფო პროგრამით,  ან ვერ  ფინანსდება ქალაქის  სოციალური  პროგრამით," – აცხადებენ ქუთაისის საკრებულოში, სადაც ამავდროულად განმარტავენ, რომ მათ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია ახალგაზრდა წყვილთან. 

ახალგაზრდა წყვილი სოციალურად დაუცველია, მათ არც ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხაც გააჩნიათ.  

ახალგაზრდა წყვილის დახმარების მსურველ მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვა ასევე შეუძლიათ შემდეგი ანგარიშის ნომერზე: საბანკო რეკვიზიტი- GE67BG0000000161440390, საქართველოს ბანკი.


სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა ოჯახის ისტორიის სრულად ნახვა შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ.


Print