ახალი ამბები
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
FaceBook

საქართველოში თბილისის დროით 17:50 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა.

ეპიცენტრი დმანისიდან 18 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

 

ინფორმაცია ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

Print
თეგები: #მიწისძვრა