ახალი ამბები
ტყიბულში, დედის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
FaceBook

ტყიბულის მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროსთანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, დედას - 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 

Print
თეგები: #ტყიბული #შსს