ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარება სტაბილურია
FaceBook

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, ავტოავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

ის კლინიკა ''თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში'' გადის მკურნალობის კურსს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ოპერაციამდე, იყო მაღალი რისკი ინვალიდიზაციის, რადგან პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე ტრავმები: ხერხემლის წელის მალების მოტეხილობა, გულ-მკერდის ტრავმა, სისხლის და ჰაერის არსებობა გულ-მკერდის ღრუში, ფილტვების დაბეჟილობა, ნეკნების მოტეხილობა, სახის ძვლების მოტეხილობა,ტრავმული შოკი.

'' ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს, აჟამად ინდვალიდიზაციის რისკი მინიმალურია''-, აცხადებენ კლინიკაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა, 14 მაისს მოხდა,აღმაშენებლის გამზირზე მოხდა, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა. მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, 276-ე მუხლის მეექვსე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

Print