ახალი ამბები
ქუთაისის მერია ტურისტული ლოგოს შესარჩევად კონკურსს მეორედ 9 ოქტომბერს გამოაცხადებს
FaceBook
საკონკურსო პირობებში ცვლილებები შევიდა. რომლის თანახმად, გაორმაგებული იქნება კონკურსში გამარჯვებული მონაწილისთვის თანხის ოდენობა.


ქუთაისის მერია ქალაქის ახალი ტურისტული ლოგოს და სლოგანის შესარჩევ კონკურს მეორედ 9 ოქტომბერს გამოაცხადებს. კონკურსის ფარგლებში წინადადებების მიღება თვის ბოლომდე გაგრძელდება.

საკონკურსო პირობებში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად,  გაორმაგებული იქნება კონკურსში გამარჯვებული მონაწილისთვის თანხის ოდენობა, რომელიც 900 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდა. ასევე, საჯარო იქნება კონკურსანტების მიერ წარდგენილი სლოგანები და ლოგოები.  მესამე ცვლილება, კონკურსში მოქალაქეების ჩართულობას შეეხება.

აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა განმარტა. მისი თქმით, ამ დროისთვის განსაზღვრული არ არის თუ რა ფორმით ჩაერთვებიან მოქალაქეები. თუმცა, ეკონომიკის სამსახურში აღნიშნავენ, რომ მოქალაქეთა ჩართულობისთვის სოციალური ქსელი გამოყენებული არ იქნება.

ქუთაისის მერიამ ქალაქის  ახალი ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის ივლისში გამოაცხადა. საკონკურსო კომისიამ გამარჯვებული ლოგო გამოავლინა. თუმცა, ის საზოგადეობაში აზრთა სხვადასხვაობის გამო ქალაქის მერმა არ დაამტკიცა. 


ამავე თემაზე: 

ქუთაისის მერმა ქალაქის ტურისტული ლოგო არ დაამტკიცა

ქუთაისს ახალი ლოგო აქვს

ქუთაისს ტურისტული ლოგო და სლოგანი ექნება

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნისთვის მერიამ კონკურსი გამოაცხადა

როგორი უნდა იყოს ქუთაისის ლოგო და სლოგანი - დისკუსია ქუთაისიპოსტი (ვიდეო)

Print