ახალი ამბები
აპრილის თვეში, საქართველოში მოგზაურთა რაოდენობა შემცირდა
FaceBook

მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში გასულ წელთან შედარებით, 94.5%-ით  ნაკლები ტურისტი შემოვიდა.


მონაცემებს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში 35 497 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა.

ქვეყანაში შემოსულ მოგზაურთა რაოდენობით, პირველი ადგილი თურქეთს უჭირავს: 142019 ვიზით, მეორეზე სომხეთია, 8 018 ვიზიტით, მესამე და მეოთხე პოზიციას კი აზერბაიჯანი და რუსეთი ინაწილებენ.

გასული წლის აპრილში საქართველოს 647 770 მოგზაური ეწვია, პირველ ადგილს რუსეთი იკავებდა, მეორეს და მესამეს, აზეირბაიჯანი და სომხეთი.

ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, მკვეთრი კლებაა არატურისტულ ვიზიტებსა და საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ვიზიტებში. პირველ შემთხვევაში, 98.8%-იანი ვარდნა შეინიშნება, მეორეში კი – 93.8%-იანი კლება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის კრიზისის პირობებში ქვეყნის საზღვრები მიმდინარე წლის მარტში ჩაიკეტა.

 

Print