ახალი ამბები
"ქუთაისის ტორპედო კვლავ მფლობელის გარეშე და ფინანსურ კრიზისშია"
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ინვესტორისთვის გადაცემას მოითხოვს.

შუშანიას განცხადებით, ქუთაისის ტორპედო დღემდე ფინასურ კრიზისშია, ხოლო მის ყოფილ მფლობელს ლევან კობიაშვილი მფარველობს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთელი ეს კორუფციული სქემა, გუნდის და ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა შეცდომაში შეყვანა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩამოწეროდა გუნდის წინა მფლობელს, ზაზა ჩაჩავას, რომელიც ლევამ კობიაშვილის მფარველობით სარგებლობს. მისი კომპანია „კრისტალბეთი“ კი ფეხბურთის ფედერაციის მთავარი სპონსორია.

შედეგად მივიღეთ ის, რომ ქუთაისის "ტორპედო" კვლავ მფლობელის გარეშე და ფინანსურ კრიზისშია, ხოლო მხარეები კი ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს. ჩვენ ფეხბურთის ფედერაციისაგან მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოხდეს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულება, რათა დროულად მოხდეს ინვესტორისათვის კლუბის გადაცემა და ფეხბურთელთა დავალიანების გასტუმრება, მით უფრო რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 211 მილიონი ლარია გამოყოფილი სწორედ კლუბების დასახმარებლად და არა კობიაშვილის და მისი მეგობრების ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

ჩვენ ფეხბურთის ფედერაციისაგან მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოხდეს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულება, რათა დროელად მოხდეს ინვესტორისათვის კლუბის გადაცემა და ფეხბურთელთა დავალიანების გასტუმრება, მით უფრო რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 211 მილიონი ლარია გამოყოფილი სწორედ კლუბების დასახმარებლად და არა კობიაშვილის და მისი მეგობრების ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად".


"ტორპედოს" პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ინვესტორი არსად წასულა და როგორვ კი საჰაერო ზონა გაიხსნება, ფაბრიციო მანინო საქართველოში ჩამოვა. ედუარდ ბადალაშვილის თქმით, კლუბის იტალიელ ინვესტორზე გადაცემის პროცესი დაწყებული იყო, თუმცა მას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა.

"კლუბს ეკონტაქტება და სახლეფასო დავალინებას ისტუმრებს. თებერვალ-მარტის დავალიანება გასტუმრებულია და ამ დღეებში აპრილის თვის დავალიანების გასტუმრებას ველოდებით".


ქუთაისის "ტორპედო" რამდენიმე თვის განმავლობაში ინვესტორის გარეშე იყო. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.

ქუთაისის მერიამ ახალ ინვესტორთან შეთანხმების გაფორმება მიმდინარე წლის თებერვლის დასწყისში მოახერხა, მას შემდეგ რაც კლუბში უმძიმესი ვითარება შეიქმნა.

Print