ახალი ამბები
"ისინი ებრძვიან ქართულ ეკონომიკას" - "ლელო" თურქეთიდან 84 000 ლარის ყვავილების შემოტანაზე
FaceBook

პარტია "ლელო" ქუთაისის მერიის მიერ თურქეთიდან 84 000 ლარის ღირებულების ყვავილების შემოტანას, ქართულ ეკონომიკასთან ბრძოლად აფასებს.


პარტიაში აცხადებენ, რომ მერია პანდემიის პირობებში თანხებს არამიზნობრივად ანაწილებს, პარალელურად კი ქართველ მეწარმეებს განვითარების შანსს ართმევს.

"გამწვანება და გალამაზება კარგია, მაგრამ მერიას ყვავილები შემოაქვს თურქეთიდან, მაშინ როცა ადგილობრივ მეწარმეებს უხმებათ ყვავილები, ისინი არ მუშაობენ ადგილობრივ მეწარმეებთან, რითიც ანგრევენ ქართულ ეკონომიკას. ჩვენ არაერთხელ მოვუწდეთ მერიას, რომ ეს თანხები გადაენაწილებიათ პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად, მაგრამ მათ არ ესმით მოსახლეობის რეალური საჭიროებები", - ამბობს "ლელოს" საარჩევნო ექსპერტი ვანო კაპანაძე.

ქუთაისის მერიას გამწვანებისთვის ბიუჯეტში ერთი მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. აქედან 84 000 ლარი ყვავილებში გადაიხადა, რომლებიც თურქეთიდან შემოიტანა.

ქუთაისის  ადგილობრივი თვითმმართველობა  ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე ყვავილებს ყოველწლიურად რგავს. 


 

Print