ახალი ამბები
ქუთაისის საცხოვრისში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს განცხადებას ავრცელებს
FaceBook
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში 18 მაისს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით აღიძრა, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

ი.ჯ.-მ არ გაითვალისწინა პოლიციის მითითება და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა. მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე, ძარცვისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.", - ნათქვამია უყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისისპოსტთან მობინდრეები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. მცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ ურთიერთდაპირისპირება კომენდანტის საათის დროს მოხდა, რომელიც უშუალოდ შეზღუდვის დარღევევას უკავშირდებოდა, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ პოლიცილები მათ თანამობინადრეს, კომენდანტის საათის დაწყებამდე დაუპირისპირდა.





ამავე თემაზე:

რას ჰყვებიან სოციალურ საცხოვრისში, სადაც პოლიცია და მობინადრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
Print