ახალი ამბები
რას ჰყვებიან სოციალურ საცხოვრისში, სადაც პოლიცია და მობინადრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
FaceBook
ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში პოლიცია და საცხოვრისის მობინადრეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შემთხვევა 18 მაისს მოხდა. ქუთაისისპოსტთან მობინდრეები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. მცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ ურთიერთდაპირისპირება კომენდანტის საათის დროს მოხდა, რომელიც უშუალოდ შეზღუდვის დარღევევას უკავშირდებოდა, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ პოლიცილები მათ თანამობინადრეს, კომენდანტის საათის დაწყებამდე დაუპირისპირდა. 

საცხოვრისის ერთერთი ბინადარი და თვითმხილველი, თიკო გვაზავა ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი პოლიციის მხრიდან ერთერთი ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების მცდელობა გახდა. 

"საღამოს 7-8 საათი იქნებოდა. კომენდანტის საათი ჯერ არ იყო დაწყებული. მოულოდნელად მოვიდა პოლიცია და ჩემი ძმადნაფიცის დაკავებად ცდილობდა. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ გავატანდით. მერე 30-მდე ეკიპაჟი დაგვადგა თავს. ადგა მთელი კორპუსი, მეც ფიზიკურად გავუსწორდი პოლიციელებს. ჩავულეწე მინები, რადგან ჩემ დას საშინლად სცემეს და ჩემი ძმადნაფიცის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო ისეთ დღეში ჩააგდეს".

ადგილობრივები, ასევე, აცხადებენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში 30-მდე პოლიციელი მონაწილეობდა. 

ამ დროსათვის ქუთაისის პოლიციის მეოთხე რაიონის განყოფილებაში გამოკითხვაზე საცხოვრისის რამდენიმე მობინადრე იმყოფება. მობინადრეები შემთხვევის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით დაიწყო, თუმცა დეტალებზე უწყება ამ დრომდე არ საუბრობს.


Print