ახალი ამბები
ქუთაისის მერმა "მის საქართველოს" კონკურსანტებს უმასპინძლა
FaceBook
"სასიამოვნოა, რომ ამდენს ლამაზმანს ვმასპინძლობთ. სხვა დროსაც შეგიძლიათ გვესტუმროთ და ჩვენი ქალაქი დაათვალიეროთ".

სილამაზის კონკურსი "მის საქართველო 2015" მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ბათუმში ჩატარდება. კონკურსის ჩატარდება კი, "მის საქართველოს" მონაწილეები სხვადასხვა რეგიონს და ქალაქებს სტუმრობენ. დღეს მასპინძლობა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ გაუწია.
"სასიამოვნოა, რომ ამდენს ლამაზმანს ვმასპინძლობთ. სხვა დროსაც შეგიძლიათ გვესტუმროთ და ჩვენი ქალაქი დაათვალიეროთ", - განმარტა შეხვედრაზე მურღულიამ.
"მის საქართველოს" მონაწილე 22 კონკურსანტი ქუთაისის ორი დღეა სტუმრობენ. მათი სასტუმროს ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლისთვის 2 170ლარამდე გამოიყო.



Print