ახალი ამბები
საჩხერეში, გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
FaceBook
საჩხერეში, 11 წლის გოგონას მიმართ, ჩადენილი გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიებად 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულის ადვოკატის ავთანდილ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, ისინი  წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.  მისი თქმით, დაცვის მხარემ 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატი მომხდარს ბრალდებულის ბიზნესსაქმიანობას უკავშირებს.

ავთანდილ ბუცხრიკიძის თქმით, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და მომხდარის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 7 ივლისს გაიმართება.

დაკავებულის სასამართლო პროცესი ქუთაისის, საქალაქო სასამართლოში ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ბიზნესმენი ორი დღის წინ საჩხერეში დააკავეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით ედავება, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

საჩხერეში, გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გარყვნილი ქმდებაში ბრალდებულის სასამართლო დღეს გაიმართება



Print