ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში, კვირის განმავლობაში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 30 გრადუსი იქნება, მთაში კი 25.

20 მაისს, მოსალოდნელია ცივი ჰაერის მატება, ტემპერატურა დაიკლებს 25 გრადუსამდე.21 მაისს ტემპერატურა ისევ მოიმატებს 29 გრადუსამდე.

22 მაისს მოსალოდნელია ცივი ჰაერის შემოსვლა, ჩრდილო დასავლეთიდან, ტემპერატურა დაიკლებს 22 გრადუსამდე.

სინოპტიკოსების ცნობით, დაბლობ რაიონებში 22 მაისს 17 გრადუსი სითბო იქნება, მაღალ მთაში 14.

23 მაისიდან ისევ გამოიდარებს და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.


Print