ახალი ამბები
ბაგრატის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე აღნიშნეს
FaceBook
საქართველოს საპატრირქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე საზოგადოებას ბაგრატის ტაძრიდან მიულოცეს.

"მყარი და მრავალშვილიანი ოჯახი გადაარჩენს ქვეყანას. არავის ჩვენ არ შევურაცხყოფთ, მაგრამ ქალისა და კაცის შექმნილი ოჯახი არის ჩვენი ქვეყნის გადამრჩენელი", - ამბობს ჩოხოსანთა საზოგადოების ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის წინამძღვარი, ლევან როხვაძე.

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 

2013 წელს ლგბტქ+ აქტივისტების პარლამენტთან გამართული აქციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 2014 წლიდან 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა. 

 

Print