ახალი ამბები
საჩხერეში, გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
FaceBook
საჩხერეში, 11 წლის მოზარდის მიმართ, ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ბ.ი. საჩხერეში დააკავეს. მას ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.

დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.
Print
თეგები: #საჩხერე #შსს