ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროში თანამშრომელმა ჯერ ცვლის უფროსი დაჭრა, შემდეგ კი პოლიციელს თავს დაესხა
FaceBook
ჭიათურის სოფელ პერევისაში, სადაც ახალი მაღაროს მშენებლობა მიმდინარეობს, მაღაროს თანამშრომელმა ცვლის უფროსი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ცვლის უფროსს ოთხი ჭრილობა მუცლისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ზუსტი მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, მომხდარი მაღაროდან თანამშრომლების და მათ შორის, თავდამხსმელის შესაძლო გათავისუფლებას უკავშირდება.

მოგვიანებით, თანამშრომელი, რომელმაც დაცვის უფროსი დაჭრა, საჩხერის პოლიციაში მივიდა, სადაც საგამოძიებო მოქმედებების დროს პოლიციის უფროსს თავს დაესხა.

მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
Print