ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
FaceBook

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, ავტოავარიის შედაგად დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაციას ჩაუტარებენ.


პაციენტი კლინიკა  "მედიქალ სითიში"  მართვით სუნთქვაზე იმყოფება.


კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს აღენიშნება ხერხემლის მოტეხილობა, ფილტვების დაბეჟილობა და სახის ძვლების მოტეხილობა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, აღმაშენებლის გამზირზე მოხდა, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა. მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, 276-ე მუხლის მეექვსე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

 

Print