პოლიტიკა
"ჭიღვარიას კადრებზე ნადირობა გამოცხადდა" - გიგა შუშანია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია, მერიის სამსახურის უფროსების მიერ თანამდებობის დატოვებას პოლიტიკურ ნადირობად აფასებს.

მისი თქმით, გიორგი ჭიღვარიას გადადგომის შემდეგ, მისი კადრების გაშვებას ცდილობენ.

"ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ როგორ დაეხმარონ შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანებს, დაკავებული არიან ჭიღვარიას კადრებზე ნადირობით. ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ბოლო ორ დღეში ქუთაისის მერიაში პოსტი ორი სამსახურის უფროსმა დატოვა. თანამდებობაზე უარი ადმინისტრაციული და აუდიტის სამსახურის უფროსებმა თქვეს. ოფიციალური ინფორმაციით, სამსახურის უფროსებმა პოსტები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.



ამავე თემაზე:


მორიგი საკადრო ცვლილება ქუთაისის მერიაში –აუდიტის სამსახურის უფროსმა პოსტი დატოვა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
Print