ახალი ამბები
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
FaceBook
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე, საგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

საგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებული მამაკაცი " მედიქალ სითის" სააავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ფილტვების დაბეჟილობა და ხერხემლის ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
Print