ახალი ამბები
6 თვეზე მეტი ვადით, არაანაზღაურებადი სტაჟირება შესაძლოა აიკრძალოს
FaceBook

6 თვეზე მეტი ვადით, არაანაზღაურებადი სტაჟირება შესაძლოა აიკრძალოს.


"საქართველოს შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსს ახალი მუხლი ემატება. ახალი მუხლი,სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობებს განსაზღვრავს, ამავე მუხლით განსაზღვრულია სტაჟიორის დეფინიცია: სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით.

კანონპროექტის მიხედვით, დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

ცვლილებების თანახმად, არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს.

ერთი და იმავე პირს უფლება აქვს ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.

 

Print