ახალი ამბები
ფერმერები 200 ლარიანი ვაუჩერის გამოყენებას აგრომაღაზიაში შეძლებენ
FaceBook

ფერმერები 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ.


სოფლის მეურნეობის განვითარების საააგენტოს დირექტორის მოადგილის, გიორგი ჯიბლაძის განმარტებით, 0.25 ჰა-დან - 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული მიწის მესაკუთრე ფერმერები 1 ჰა-ზე დარიცხული 200 ლარის განაღდებას მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, სასოფლო სამეურნეო საქონელის შესაძენად შეძლებენ.

ჯიბლაძის თქმით, ფერმერებს დაურიგდებათ, ''ლიბერთი ბანკის'' პლასტიკური ბარათები, სადაც დაერიცხებათ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 200 ლარი, ამ ბარათების გამოყენებას სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებენ, სადაც არის განთავსებული  სპეციალური ტერმინალები.


მთავრობის მიერ წარდგენილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მთავარი კომპონენტი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებაა.

პრემიერ- მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს.

2020 წელს 42 000 ფერმერი გათავისუფლდება სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან.

ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც იქნება გარანტირებულ საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი.

პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია.

 

Print