ახალი ამბები
ქუთაისში, რიგში დგომის დროს ქალს მეტლახი დაეცა
FaceBook
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მაღაზიათ ქსელ "სუფთა სახლის" წინ რიგში მდგომ ქალს თავში მეტლახი დაეცა.

როგორც თვითმხილველები ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობენ, ჩამოიშალა კედლის ზემოთ არსებული მეტლახის ფილა, რამაც 50 წლამდე ქალს თავის არე დაუზიანა.

დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.
Print