ახალი ამბები
ვანში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა
FaceBook

ვანში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა.


საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით.

ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. ამ დრომდე, ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის  სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

პროექტი რეგიონალური განვითარების სამინისტროს ფონდიდან 130000 ლარით დაფინანსდა.

იმერეთის რეგიონში ასევე წყალტუბოსა და თერჯოლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობები 10 მაისს გაიხსნა.

 

Print
თეგები: #ვანი