ახალი ამბები
წყალტუბოსა და თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების ცენტრები გაიხსნა
FaceBook
წყალტუბოსა და თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობები გაიხსნა.
ამიერიდან, თერჯოლისა და წყალტუბოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. შენობები ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ იმერეთის გუბერნატორთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად, დაათვალიერა.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ცენტრის მშენებლობას თერჯოლაში 233 ათასი ლარი მოხმარდა, ხოლო წყალტუბოში 262 452 ლარი.


Print