ახალი ამბები
ქუთაისში სასაფლაოების საზღვრების დადგენა ელექტორნულად მოხდება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ქუთაისში სასაფლაოებზე კერძო საფლავის მოსაწყობად ელექტრონული რუქების შედგენა სავალდებულო გახდება.

მიღებული გადაწყევტილება არსებული საფლავების მესაკუთრეებს არ შეეხება. გადაწყვეტილება სავალდებულო ხდება იმ მესაკუთრეებისთვის, ვინც სასაფლაოთა მეურნეობას მიწის ფართის მიღებისთვის ამიერიდან მიმართავს.

"რომ არ მოხდეს საფლავების გადაწევა-გადმოწევა, ამიტომ საზღვრები დადგინდება ჯი-პი-ეს კოორდინატებით, შემდეგ ეს შეინახება ელექტრონულად და მოზაიკის პრინციპით აეწყობა. ერთხელ და სამუდამ დასრულდება ის სისტემა, რომ ვიღაცას სხვისი მიცვალებული ხვდებოდა საკუთარ საფლავზე," - განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.
Print