ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
FaceBook

ქუთაისი ევროპის დღეების აღნიშვნას შეუერთდა.


ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის შენობის ფასადი, ევროკავშირის ფერებში განათდა.

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მყარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს", – განაცხადა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

70 წლის წინ ევროპის მომავლის ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რის შემდეგაც ეს დღე აღინიშნება.

 

Print