ახალი ამბები
შვილის მიერ დაზიანებული ძეგლი იტალიაში დედის დახმარებით გაასუფთავეს
FaceBook
სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება ვიდეო, სადაც იტალიის ქალაქ გრავინა ინ პულიის მერი ამბობს, რომ ბავშვის დედა თვითონ მივიდა პოლიციაში და თვითონ განაცხადა შვილის დანაშაული.
მისი თქმით, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე მიწერილი "ზაოდი" თვითონვე გაწმინდა.

"აქ რომ მყავდეს ჩავეხუტებოდი, ეს ისეთი გაბედული და გმირული საქციელია. ამ 8 წლის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა დედა სამაგალითოდ იქცევა", - ამბობს მერი, ალესიო ვალენტე. 



იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთერთი უბნის სახელი – "ზაოდი" მიაწერეს.

წარწერის ამსახველი ფოტო ფეისბუქში თავად ამ ქალაქის მერმა ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა და იმ ადამიანის დასჯა მოითხოვა, ვინც ეს გააკეთა.
Print