ახალი ამბები
"ზაოდი" - წარწერა ომში დაღუპულთა მემორიალზე იტალიაში
FaceBook
იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – "ზაოდი" მიაწერეს.

ამის ამსახველი ფოტო ამ ქალაქის მერმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქყვენა, სადაც ის ამ ფაქტის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

"ჩვეულებრივი იდიოტები. წუხელ ისინი ომის მემორიალს დაესხნენ თავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა," – წერს ალესიო ვალენტე.

მერის წერს, რომ მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ აცნობა პოლიციას.


„ვიმედოვნებ პოლიცია იპოვის პასუხისმგებელ პირებს. ამ შემთხვევაში, მე ვთხოვ მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთონ.

იმედია ესმით რამდენად საშინელია მათი ქმედება, მოინანიებენ და ექნებათ იმის გამბედაობა რომ თავად გამოასწორონ. ნებისმიერ შემთხვევაში, გპირდებით, ამაღამ, ყველაზე გვიან კი ხვალ, მუნიციპალიტეტის მიერ მემორიალი წარწერისგან გაიწმინდება,“ – წერს გრავინა ინ პულიას მერი.

Print