ახალი ამბები
ხარაგაულში მდინარე ძირულა ადიდდა
FaceBook

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ძირულა ადიდდა.


მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და გზა დატბორა.

ადიდებულმა მდინარემ სოფელ ვერტყვიჭალაში ჩინური კომპანიის ოფისი დატბორა, სავარაუდოდ, დაზიანებულია მათი ტექნიკაც.

ვერტყვიჭალის გარდა, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა სოფელ ხუნევში ერთ-ერთი მცხოვრების სახნავ-სათესი მიწა.

მიყენებულ ზარალს ჩინური კომპანია "უჰანი" აანაზღაურებს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ხიდებსა და გზებს აშენებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სოფლის შიდა გზა, დაახლოებით, ორი საათი იყო ჩაკეტილი.

ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

 

Print