ახალი ამბები
ქუთაისში ავარიის დროს დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს, დაახლოებით, ორი საათის წინ დაეჯახა.
გარდაცვლილი გოგონა ამავე ქუჩაზე მცხოვრებია.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, თუმცა მუხლი, შესაძლოა, დამძიმდეს. მძღოლი უკვე ჩაბარდა პოლიციას.
Print