ახალი ამბები
ქუთაისის მერიის წინ "ნაციონალური მოძრაობის წევრები შიმშილობენ
FaceBook
ისინი"თავისუფალი ზონის" წევრების დაკავებას აპროტესტებენ.

ქუთაისის მერიის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის 5 წარმომადგენელი შიმშილობს. ისინი "თავისუფალი ზონის" სამი წევრის დაკავებას აპროტესტებენ.

"ეს ბიჭები არიან უსამართლოდ დაკავებულები, რომლებსაც შესაძლოა თავისუფლების აღკვეთაც შეუფარდონ. მანამ ვიშიმშილებთ, ვიდრე "თავისუფალი ზონის" წევერებს არ გაათავისუფლებენ", - განმარტავენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. მოშიმშილეებს შორის არიან ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ყოფილი უფროსი, კახბერ ხვარეშია და მერიის სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, კახა ქორიძე.

ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს.

"თავისუფალი ზონის" წევრებმა შიმშილობა დაიწყეს.
Print