ახალი ამბები
"თავისუფალი ზონის" წევრებმა შიმშილობა დაიწყეს
FaceBook
დაკავებულების ადვოკატის ელისო დათუსანის განმარტებით, "თავისუფალი ზონის" წევრების დაკითხვა დაკავებიდან 48 საათში უნდა მოხდეს.

"თავისუფალი ზონის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც გუშინ დააკავეს, შიმშილობა დაიწყეს. ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან განთავსებულნი, სადაც დუმილის უფლებას იყენებენ.

დაკავებულების ადვოკატის ელისო დათუსანის განმარტებით, "თავისუფალი ზონის" წევრების დაკითხვა დაკავებიდან 48 საათში უნდა მოხდეს.
"შეიძლება  დღის ბოლოს ან ხვალ მოხდეს დაკითხვა და სავარაუდოდ, ბრალის წაყენება. ის მუხლი, რის საფუძველზეც მოხდა მათი აყვანა, ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებს ადვოკატი. მისი განმარტებით, დაკავებულების წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება.

"თავისუფალი ზონის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები 2 ოქტომბერს პარლამენტის წინ ტელეკომპანია რუსთავი-2 მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე მომხდარი ინცინდენტის გამო დააკავეს. ისინი სისხლის სამართლის  239 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არიან დაკავებულები, რაც ხულიგნობას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ითვალისწინებს.

ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს. 

Print