ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის, იმერეთის რეგიონში, კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან, 2 მაისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 3 გრადუსით.

თვის ბოლოს,  იმერეთის რეგიონში გამოიდარებს, ტემპერატურა მოიმატებს და 26-27 გრადუსს მიაღწევს, თუმცა, მოსალოდნელია ქარი აღმოსავლეთის მიმართულებით.

სინოპტიკოსების ცნობით, პირველ მაისს იმერეთში უნალექო ამინდი იქნება, 2-3 მაისს კი გაწვიმდება.
Print