ახალი ამბები
გოგი წულაიამ პარლამენტთან კვერცხები გადააგორა - პერფომანსი
FaceBook
"თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისში პარლამენტის შენობასთან ღვინო მიიტანა და წითელი კვერცხი გადააგორა.
წულაიას თქმით პერფორმანსი სიმბოლურად საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს გარდაცვალებას ასახავს.

"კვერცხი გადავაგორე, პასკა მივიტანე, სანთელი ავანთე და შესანდობარიც ვთქვი. მოკლედ, მკვდარს რა წესებსაც აღუვლენენ ისე. როდესაც პრემიერ მინისტრი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებთან მისვლას არ კადრულობს, ის პარლამენტი არის მკვდარი და მას როგორც გარდაცვლილს ისე უნდა მივაგოთ პატივი",-ამბობს გოგი წულაია.

23 აპრილს პარლამენტის საგანგებო სესიის სხდომა გაიმართა. სხდომას არ ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რამაც ოპოზიციონერი დეპუტუატების უკმაყოფილება გამოიწვია.


Print