ახალი ამბები
საჩხერეში შვილმა მამა მოკლა
FaceBook
საჩხერის სოფელ ბახიოთში შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა 19 აპრილს, აღდგომას მოხდა.

ადგილობრივების თქმით, უბედური შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადგაზე მოხდა.


პოლიციამ ფაქტი უკვე გახსნა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, 1980 წელს დაბადებული ო.ბ.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 აპრილს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა მამას - 1939 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print