ახალი ამბები
ბაღდათში პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
FaceBook
პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში ერთი პირი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.

"შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს", - განმარტავენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print