ახალი ამბები
ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკმა 7 552 000 ლარი გამოყო
FaceBook
პროექტით გათვალისწინებულია ქუჩის შუა ნაწილში ბალახის საფარით სამი მეტრი სიგანის გამყოფი ზოლის მოწყობა

ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრები მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის საკითხი განიხილეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკეას ქუჩაზე გზის საფარის, განათების სისტემისა და ტროტუარების რეაბილიტაცია.
ასევე, სანიაღვრე სისტემისა და მიმღები ჭების მოწყობა.

გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია ქუჩის შუა ნაწილში ბალახის საფარით სამი მეტრი სიგანის გამყოფი ზოლის მოწყობა. ასევე, ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევისა და სანაპიროს ქუჩის გასწვრივ ტროტუარის რეაბილიტაცია.

ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ 7 552 000 ლარით ფინანსდება.

ამ დროისათვის პროექტის განმახორცილებელი ორგანიზაციის შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.


როგორი იქნება ქუჩა, რომელიც ავტობანს ქუთაისთან აკავშირებს (ფოტო)

Print