ახალი ამბები
ქუთაისის ახალ ინფექციურში COVID-19-ის დიაგნოზით 25 პაციენტი მკურნალობს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ამ დროისათვის 25 ადამიანია მოთავსებული.

ბოლო პაციენტი კლინიკაში ფარცხყანაყანების კლასტერიდან შეიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსის 370 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა - 77, გარდაიცვალა - 3. 
კარანტინის რეჟიმში 5 079 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
Print