ახალი ამბები
''მრევლი ტაძარში ''კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა''
FaceBook

მრევლი ტაძარში "კომენდანტის საათის" დაწყებამდე მივა , 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარს დატოვებს დილის 6 საათზე, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.


ანდრია ჯაღმაიძის თქმით,ეს შეღავათიანი პირობაა, რომ მრევლმა შეძლოს სრულყოფილად მონაწილეობა მიიღოს  სააღდგომო მსახურებაში.

'' ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, მუდმივად გვქონდა სახელმწიფოსთან არაერთი კონსულტაცია და საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისთვის, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდეს მრევლისთვის ეკლესიების დახურვა და მათ შეძლონ დღესასწაულის ტრადიციულად აღნიშვნა. გათვალისწინებული იქნება ის მითითება, რაც სახელმწიფოს მხრიდან და ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნა მოწოდებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში "კომენდანტის საათის" დაწყებამდე, 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლს შეეძლება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

Print