ახალი ამბები
საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება
FaceBook

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება, ამის შესახებ პრემიერ მინისტრის პრესსპოკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.


ირაკლი ჩიქოვანს ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, რა შეზღუდვები იქნება შემოღებული.

"მოქალაქეებს კიდე ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი," - აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

იმერეთის რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისსა და ზესტაფონში მდებარე 16 სასაფლაო სამი დღით ჩაიკეტება.

 

Print