ახალი ამბები
ქუთაისსა და ზესტაფონში სააღდგომოდ სასაფლაოები დაიკეტება
FaceBook
ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები სააღდგომოდ სამი დღით დაიკეტება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სასაფლაოების დაკეტვის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ამბობს, რომ სასაფლაოები სამი დღით დაიკეტება.

"ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება - კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირას და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების დიდი რისკია", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღეს, 21:00 საათიდან ქუთაისი სამ დიდ ქალაქთან ერთად ჩაიკეტება, აკრძალულია ქალაქიდან შესვლა და გამოსვლა, ქალაქში შეზღუდვები დრეიდან 10 დღის განავლობაში გაგრძელდება.


Print