ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალური ბაზარი სააღდგომოდ, შესაძლოა, გაიხსნას
FaceBook
ქუთაისის ე.წ.  "მწვანე ბაზრის"  ადმინისტრაცია სააღდგომოდ ბაზრობის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ბაზრის დირექტორის ოლეგ არღვლიანის თქმით, ყველა ის რეკომენდაცია რაც შესაბამისი უწყებებიდან ჰქონდათ მიღებული შესრულებულია და იმედი აქვთ, რომ ბაზრის გახსნის უფლებას რამდენიმე დღეში მისცემენ. 

"ისე განვალაგეთ დახლები, რომ ორმეტრიანი დისტანცია დაცულია. დეზინფექცია ისედაც ყოველდღიურად ტარდება და მზად ვართ ყველანაირად რომ დავიცვათ უსაფრთხოების ზომები მუშაობისას", - ამბობს ოლეგ არღვლიანი.

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის დადგენილებით, ქვეყნანაში აგრარული ბაზრები დაიხურა. ქუთაისში სულ სამი აგრაგრული ბაზარია.

როგორ გამოიყურება დაცლილი ცენტრალური ბაზარი ქუთაისში, ნახეთ აქ.

Print