ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის, იმერეთის რეგიონში კვირის განმავლობაში თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 აპრილიდან 16აპრილამდე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და იქნება 25 გრადუსი, 16 აპრილს მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულებით მქროლავი ქარი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და იქნება 16 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, 18 აპრილს ისევ უნალექო ამინდი მოსალოდნელი, 19 აპრილს კი გაწვიმდება.
Print
თეგები: #ამინდი