ქუთაისის მერთან არსებული მრჩეველთა საბჭო გიორგი ჭიღვარიასგან გადადგომის მიზეზებზე განმარტების გაკეთებას ითხოვს.
„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საჯაროობის
პრინციპიდან გამომდინარე და ასევე, როგორც მუნიციპალიტეტის უმაღლესი არჩევითი
თანამდებობის პირის სათათბირო ორგანო, ვალდებულად მივიჩნევთ გამოვეხმაუროთ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის- გიორგი ჭიღვარიას გადადგომის საკითხს და
გამოვხატოთ ჩვენი გაკვირვება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააკეთოს
მკაფიო განცხადება და
მოახდინოს ქუთაისის მოსახლეობის ინფორმირება გადადგომის
მიზეზებთან და პოლიტიკიდან
წასვლასთან დაკავშირებით;
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელ
ირაკლი შენგელიას მოიწვიოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერი გიორგი ჭიღვარია 10 აპრილს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაგეგმილ რიგარეშე სხდომაზე რიგარეშე ანგარიშის
წარსადგენად“,– ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი ჭიღვარიამ მერის პოსტი 8 აპრილს დატოვა. მას წასვლის მიზეზები
არ განუმარტია.
თანმადებობიდან გადადდგომის მიზეზზე გიორგი ჭიღვარიას განცახდების
გაკეთებისკენ მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო
გამჭვირვალობა–საქართველო".
მასალის გამოყენების პირობები