ახალი ამბები
ქუთაისის მერი, სავარაუდოდ, თანამდებობას ტოვებს
FaceBook

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, სავარაუდოდ, თანამდებობას ტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭიღვარია გადადგომის შესახებ განცხადებას ხვალ დაწერს. 

ინფორმაციას არ ადასტურებენ ქუთაისის მერიაში.

 

„ქუთაისის მერს გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია“, -  განუცხადეს ქუთაისიპოსტს მერიის პრესსამსახურში.

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერად 2017 წელს აირჩიეს.
Print